Skillzy - ისწავლე, გაუზიარე, გაიზარდე
პლატფორმის მიზანია სტუდენტებს, აბიტურიენტებსა და ყველა ცნობისმოყვარე ადამიანს შესთავაზოს სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ისწავლო და ასწავლო უნარები - უფასოდ, თავისუფლად და მარტივად.
შეუერთდი მომლოდინეთა სიას
პრობლემა
საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობა 32%-ს აჭარბებს.
რეგიონებში მცხოვრები ქალების 58% ამბობს, რომ განათლების ხელმიუწვდომლობა ზღუდავს მათ კარიერულ განვითარებას.
პროფესიული განათლება კვლავ არაპოპულარულია - 65% ახალგაზრდისთვის ის მხოლოდ „ალტერნატივაა“.
NEET ახალგაზრდების 2/3-ზე მეტი ქალია - ქალები სისტემურად რჩებიან განათლების სექტორისა და სამუშაო შესაძლებლობების გარეთ.
გადაწყვეტა
Skillzy არის უნარების გაცვლის პლატფორმა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ასწავლიან და სწავლობენ ცოდნის ბარტერული მექანიზმის საშუალებით.
აქ არაა საჭირო კურსების ყიდვა – შენ ცვლი შენს უნარს, სხვის უნარზე. რაც მეტს ასწავლი, მით მეტის სწავლა შეგიძლია. პლატფორმა აერთიანებს როგორც soft, ისე hard უნარებს.



